საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი NBA-ს კლუბის "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი NBA-ს კლუბის "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი NBA-ს ბინადარი კლუბის, "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა.

"ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბატონი კოკოშკოვი არიზონაში დავაბრუნეთ.

მას ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ძალიან წაგვადგება", - აღნიშნა "სანსის" გენერალურმა მენეჯერმა რაიან მაკდონუჰმა.

კოკოშკოვი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა და NBA-ს გუნდი ჩაიბარა.

სერბი სპეციალისტი "ფინიქსში" მწვრთნელის ასისტენტად 2008-13 წლებში უკვე მუშაობდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კი 2000 წლიდან მოღვაწეობს.

კოკოშკოვმა 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო. ის 2008-15 წლებში საქართველოს ნაკრებსაც ავარჯიშებდა, რომელიც ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა.

წყარო: sportall.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ