მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხინვალის "პოლიციას" ჩაბარდა

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხინვალის "პოლიციას" ჩაბარდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, სოფელ არცევში მიმდინარე წლის 16 იანვარს მოკლული მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი „პოლიციას“ ჩაბარდა. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს იუწყება.

„მკვლელობაში ეჭვმიტანილი არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა. მან აღიარა დუდაევის მკვლელობა და სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი წარუდგინა. ის ცხინვალის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში სოფელ არცევის მკვიდრი, 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი დაადანაშაულა. მათი ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიმალა.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ