ნაფიცმა მსაჯულებმა ჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გასულ წელს, 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჩადენილ დანაშაულში ერთხმად დამნაშავედ ცნეს. გამოძიება იაშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

გამოძიებით დგინდება, რომ მიხეილ იაშვილმა დღის საათებში კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფებოდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ფიზიკური ანგარიშსწორება კი დანაშაულის ჩადენამდე ერთი წელი პეროდულად ხდებოდა. კონფლიქტის მიზეზად კი სახელდება ბრალდებულის მიერ ტაქსის მძღოლებზე განხორციელებული ზეწოლა. გამოძიების ინფორმაციითვე, მკვლელობაში ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს აიძულებდა უფასო მომსახურებას და სძალავდა გარკვეულ თანხას, რასაც გარდაცვლილის მხრიდან შეწინააღმდეგება მოჰყვა.

აღნიშნული ბრალდების დამტკიცების გამო მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს თავისუფლების აღკვეთა 15–დან 17 წლამდე ემუქრება. სასჯელის ზომასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოაცხადებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს