ავტორი:

მოკლული ბიზნესმენის სამსონ ქუთათელაძის ძმიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მოკლული ბიზნესმენის სამსონ ქუთათელაძის ძმიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში მოკლული ბიზნესმენის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმიშვილი თენგო ქუთათელაძე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. 16 იანვარს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის შვილი, გიორგი ჭანტურია დააკავეს და 40 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. გიორგი ჭანტურია გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში 20 იანვარსაც დაიბარეს, თუმცა ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს