ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძვის, არ სურს, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიას ტრამპი დაესწროს

ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძვის, არ სურს, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიას ტრამპი დაესწროს

„რესპუბლიკელ“ სენატორს ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძვის, არ სურს, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC News სენატორის გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

სენატორის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ჯონ მაკკეინს სურს, რომ მის დაკრძალვას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწროს.

წყაროს ინფორმაციით, მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იგეგმება, ხოლო სიტყვით ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი გამოვლენ.

2017 წლის ივნისში 81 წლის ჯონ მაკკეინს გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს. მას ექიმებმა ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი განცხადებით, ექიმები ცუდ პროგნოზს აკეთებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე