კაილი ჯენერის პირადი მცველი ინტერნეტსენსაციად იქცა

კაილი ჯენერის პირადი მცველი ინტერნეტსენსაციად იქცა

ინტერნეტმომხმარებლები კაილი ჯენერის პირადი მცველით აღფრთოვანებულები არიან. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ტიმ ჩანგი კაილისთან ერთად ხშირად ჩნდება. რეალითი შოუს ვარსკვლავთან სამსახურის პარალელურად ტიმი ლოს-ანჯელესის პოლიციაში მუშაობს.

„ინსტაგრამზე“ ჩანგს 430,000 მიმდევარი ჰყავს, პოლიციელი ხშირად დებს ხოლმე ფოტოებს, სადაც წელსზემოთ შიშველია გადაღებული.

ტიმი ჩნდება ხოლმე კაილის უფროს დებთან, კიმსა და კორტნისთან და მათ შვილებთან ერთად.

მას შემდეგ კი, რაც კაილი ჯენერმა შვილი გააჩინა, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი აცხადებს, რომ პატარა სტორმი ძალიან ჰგავს დედის პირად მცველს.

გამოცემა Hollywood Life წერს, რომ კაილი და მისი პარტნიორი, ტრევის სკოტი ჭორზე „მხოლოდ იცინიან“.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ