კახა კალაძის ჩაცმულობა კვლავ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, GQ-ს რუსულენოვანი ბიურო თბილისის მერის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც კალაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
„თბილისის მერი კახა კალაძე ნარინჯისფერი კოსტიუმის დემონსტრირებას ახდენს,“ - წერს GQ.
ფოტოს უამრავი მოწონება აქვს. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ქართული მომხიბვლელობა და იტალიური ბრწყინვალება არაჩვეულებრივ ნაზავს ქმნის.
GQ აღნიშნავს, რომ კახა კალაძეს იტალიური ბრენდის, "ბარბანერას" ფეხსაცმელი აცვია. კომპანიის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ფეხსაცმელების საშუალო ფასი 500 ევროა.