"მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - დიდი სისულელე მგონია..." - გათხოვდა თუ არა ცუცა კაპანაძე

"მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - დიდი სისულელე მგონია..." - გათხოვდა თუ არა ცუცა კაპანაძე

მსახიობი ცუცა კაპანაძე აშშ-ში კომპანია "დენსინგ ქრეინ"-თან ("მოცეკვავე წერო") არსებულ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს, ის გენერალური მენეჯერი და ქართული სკოლის ხელმძღვანელია; ასევე, საბავშვო (4-დან 10 წლამდე) თეატრის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ცუცა კაპანაძის მხიარული ინტერვიუდან:

"ნიუ-იორკის ქართული თეატრი ჩემთვის მეორე სახლია, რომელმაც სამშობლოსგან შორს მყოფი გადამარჩინა. როცა მე აქ ჩამოვედი, საქართველოში, ფაქტობრივად, სამსახური არ მქონდა. თეატრში ძალიან დაბალი ხელფასი იყო, სატელევიზიო პროექტები კი გაჩერდა..."

"მენატრება ზემო იმერეთის კოპწია სახლი, სადაც ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბებია პენსიიდან გადანახულ ათ მანეთს რომ მომცემდა, ამას სხვა გემო ჰქონდა. რა კარგი იყო, რამდენ შოკოლადს, ფუნთუშას და "პონჩიკს" ვყიდულობდი... სამაისო ბალს და ახალშემოსულ სიმინდებს ვიპარავდით ხოლმე, განა, მე არ მქონდა? მაგრამ მოპარული სხვანაირად გემრიელი იყო. ბებოს გაკეთებული ხაჭაპური მახსენდება, ბუხარში, ორ კეცს შორის, ნაღვერდალში რომ ჩადებდა. წიწილასაც ასე წვავდა...".

"ომი რომ იყო და სოლოლაკი იწვოდა, მამაკაცები მორიგეობით დარაჯობდნენ ეზოს. შიმშილობის პერიოდში დიდ ქვაბში საჭმელს ხარშავდნენ, თოკებით პატარა კოლოფებს ჩავუშვებდით ხოლმე და შიგნით ცხელ კერძს გვისხამდნენ. შესანიშნავი დამოკიდებულება იყო. ლადო ბურდული ჩემს ზემოთ ცხოვრობს და მძიმე როკის დაკვრას რომ იწყებდნენ, მთელ ეზოს გვესმოდა. ღამე თუ არ მაძინებდნენ, ქვემოდან იატაკის ჯოხს ვურტყამდი..." განაგრძეთ კითხვა

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ