პოლიციამ ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა

პოლიციამ ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა

ქაშუეთთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ქაშუეთის ტერიტორია დაატოვებინეს. ისინი ამჟამად 9 აპრილის ბაღში იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ქაშუეთის შესასვლელთან იყვნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც არ დაემორჩილნენ, ხოლო შემდეგ პოლიციამ ისინი აიძულა, აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ და ამჟამად 9 აპრილის პარკში იმყოფებიან.

9 აპრილის პარკში არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც მათ უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ, რომ პოლიცია მათ უფლებებს არღვევს, ხოლო „ბარიგებისას“ იცავს. ამ მოვლენების გამო, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ქაშუეთთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორი გიორგი გაბედავა იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი