დღის განმავლობაში შსს-მ განყოფილებაში 30-მდე პირი გადაიყვანა - სამინისტროს შემაჯამებელი ინფორმაცია

დღის განმავლობაში შსს-მ განყოფილებაში 30-მდე პირი გადაიყვანა - სამინისტროს შემაჯამებელი ინფორმაცია

დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ამის შესახებ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლონდა თოლორაიას არ დაუკონკრეტებია ვინ არიან დაკავებულები და კონკრეტულად რას ედავება მათ გამოძიება.

თოლორაიამ ასევე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თავისუფალი აზრის გამოხატვას, ხოლო რაიმე ტიპის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიაზე, სადაც რიგი ღონისძიებებია, სამართალადამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

მისივე განცხადებით, შს სამინისტროს ამ დრომდე მჭიდრო კომუნიკაცია აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გეგმავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველთა მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია რკინის ბარიერებით და აღნიშნულ ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ