"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული

"ექიმები ამბობდნენ, ან დედა გადარჩება, ან შვილიო" - გაიცანით უნიჭიერესი 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც უკვე 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამ ინფორმაციამ იმდენი მკითხველი დააინტერესა, რომ გადავწყვიტეთ, წარმატებული პატარა მოჭადრაკის შესახებ დედას, თამარ იმნაძეს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო ეს ნიჭიერი ბიჭუნა.

- დავითის დაბადებას იმდენი სირთულე ახლდა, ექიმებმა ხელწერილიც კი დაგვაწერინეს, 18 საათი გაგრძელდა მშობიარობის პროცესი, გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო, მის დაბადებას არავინ ელოდა და მას მერე სულ მქონდა განცდა, რომ რაღაცით გამორჩეული იქნებოდა ჩემი შვილი.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ 2 წლის ასაკში ანბანის 33 ასო იცოდა და კითხულობდა, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. თავიდან ბაღში არ იღებდნენ, გამგემ რომ შეამოწმა და ბავშვი ნამდვილად კითხულობდა, გაოცებული დარჩა. სამი წლის ასაკში იცოდა ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ანგარიშობდა ასის ფარგლებში, მათემატიკის მიმართ ასეთი დიდი ინტერესის და დამოკიდებულების გამო გამო თვალებზე ნერვული წიკები დაეწყო და ცოტა ხნით შევეშვით. 5 წლის დავითი, რადგან ძალიან მოუსვენარი იყო, შევიყვანეთ ჭადრაკზე. შეყვანიდან სამ თვეში დამწყები ბავშვების ჩემპიონატზე გაიმარჯვა თურქეთში. ჯამში 4 წლის განმავლობაში 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული. შარშან ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში და გავიდა მსოფლიოს ათეულში, მე-7 ადგილი დაიკავა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვინც გახდა მონღოლი, მას ჰქონდა ერთი წაგება და ისიც დათოსთან. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ