"ამას თითქმის 25 წელია ველოდები და ოცნება ამისრულდა" - "ბლექ სი არენაზე" ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა

"ამას თითქმის 25 წელია ველოდები და ოცნება ამისრულდა" - "ბლექ სი არენაზე" ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა

„ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართა. ენიო მორიკონე “ბლექ სი არენაზე“ რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგა.

კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. „ბრწყინვალე კონცერტი გაიმართა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლეგენდარული კომპოზიტორის მოსმენის შესაძლებლობა მომეცა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მსმენელმა.

ენიო მორიკონემ კონცერტი საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართა.

"ამ კონცერტს თითქმის 25 წელია ველოდები და ოცნება ამისრულდა. მუსიკოსისადმი სიყვარული მას გამიჩნდა, რაც "ერთხელ ამერიკაში" ვნახე, ფილმის საუნდტრეკი არის საოცრება. ადამიანების გულებში ჯერ მუსიკამ და შემდეგ კინომ შეაღწია. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის აქ არის", - აცხადებს მსმენელი, ივა ყურშუბაძე.

ენიო მორიკონემ დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც არის.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს