57 წლის ასაკში ჰიუ გრანტი პირველად ქორწინდება

57 წლის ასაკში ჰიუ გრანტი პირველად ქორწინდება

ჰიუ გრანტი ცხოვრებაში პირველად ქორწინდება. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, მან და შვედმა პროდიუსერმა 39 ანა ებერშტეინმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ანას და გრანტს სამი საერთო შვილი ჰყავთ.

57 წლის გრანტს სულ ხუთი შვილი ჰყავს, მათგან ორი - ტაბითა და ფელიქსი ყოფილ პარტნიორთან, ტინგლენ ჰონგთან შეეძინა.

ებერშტეინს კი მსახიობთან პირველი შვილი 2012 წელს შეეძინა. წყვილი პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებს. მეორე გოგონას სახელი, რომელიც 2015 წელს დაიბადა, ამ დრომდე არ არის ცნობილი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ