ბავშვს ფეხსაცმელი რომ არ გაეხადა, საბავშვო ბაღში ფეხებზე ლენტი დაახვიეს

ბავშვს ფეხსაცმელი რომ არ გაეხადა, საბავშვო ბაღში ფეხებზე ლენტი დაახვიეს

ჩრდილოკაროლინელი ჯესიკა ჰეისი ამტკიცებს, რომ მის 1.5 წლის ბავშვს საბავშვო ბაღში ფეხსაცმელი ლენტით „მიამაგრეს“ ფეხზე, რომ მათი გახდა ვერ შესძლებოდა. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, აღშფოთებულმა დედამ ფოტოები, სადაც ბავშვის დაზიანებული ფეხები ჩანს, „ფეისბუქზე“ განათავსა.

„ლენტი ფეხზე დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ბავშვს შემოხვეული, ძალიან მჭიდროდ. ფეხები დასივდა და დალურჯდა,“ - წერს ჯესიკა.

მისი თქმით, დირექტორთან შევიდა და მომხდარზე პასუხი მოსთხოვა. მათ ნახეს კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ახვევენ ბავშვს ფეხებზე ლენტებს. ჰეისის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

მომხდარის მიუხედავად, ჯესიკა აპირებს ბავშვი საბავშვო ბაღში კვლავ დატოვოს, რადგან მარტოხელა დედაა და დამხმარე არავინ ჰყავს. ჰეისი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ამიერიდან უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ.

"ქუთაისიდან ჩამოვედი... ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - გოგონა დოჩანაშვილის დაკრძალვიდან, რომლის ფოტოც ინტერნეტჰიტად იქცა

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი