ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორი სცემეს

ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორი სცემეს

არსებული ინფორმაციით, ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს. მას რამდენიმე პირმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპორტსკოლის დირექტორის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს