მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება.

როგორც გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საგამოძიებო შემოწმება ახალი დაწყებულია და ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, პროკურორების მხრიდან რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი.

რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, გაბიტაშვილის განცხადებით, იგი წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი.

“ჩვენ დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, ვნახოთ, როგორ შეფასებას მისცემს სასამართლო როგორც ამ, ასევე სხვა მტკიცებულებებს”, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.

ამასთან, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.

"ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რაც რეალობაში არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელი განცხადებაა. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა, მაგრამ ვარ პროკურორი და მაქვს თმენის ვალდებულება. ყველა პიროვნება ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მიეცემა პასუხისგებაში, მაგრამ ეს არ მითქვამს ქალბატონ ნიკოლეიშვილზე", - აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ზვიად ფხაკაძემ.

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს