ავტორი:

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტები და ცნობილი სახეები, რომლებიც KGB-ს ჯარებში მსახურობდნენ

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტები და ცნობილი სახეები, რომლებიც KGB-ს ჯარებში მსახურობდნენ

დღეს რუსეთი და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მესაზღვრის დღეს აღნიშნავს. სასაზღვრო ძალები რუსეთში 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა და იმ დროიდან დღემდე უამრავი ქვეყნის წარმომადგენელს მოუწია იქ მსახური. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც მსოფლიო იცნობს და რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვა ან საკუთარი ქვეყნის ისტორია შეცვალეს.

მესაზღვრეების დღესასწაული ოფიციალურად 1958 წლიდან აღინიშნება. მათზე არაერთი ფილმი შეიქმნა და უამრავი წიგნი დაიწერა.

საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირის წლებში, მესაზღვრეები საბჭოთა ჯარების კი არა, KGB-ს შემადგენლობაში იყვნენ და შესაბამისად, მესაზღვრე განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა.

1990-იანი წლების შემდეგ ეს უწყება, გარკვეული დროის განმავლობაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. 2003 წლიდან კი ის ისევ ФСБ-ს შემადგენლობაში დაბრუნდა...

Gazeta.ru-ს მიერ მოძიებული საარქივო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ამ სამსახურში არაერთი მსახიობი, მწერალი და რამდენიმე ქვეყნის მომავალი პრეზიდენტიც კი მსახურობდა. ამ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა.

ყოფილი პრეზიდენტი ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ "უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "პოროშენკოს არ დაავიწყდეს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ - ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი".

გამოცემის მიერ გავრცელებული სია ასე გამოიყურება - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბელორუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველი და პრეზიდენტის წარმომადგენელი პაველ ასტახოვი, მუსიკოსი მიხეილ გრებენშიკოვი, 1984-1985 წლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი კონსტანტინ ჩერნენკო, ბანკირი ოლეგ ტინკოვი და მომღერალი ლეონიდ აგუტინი.

მიხეილ სააკაშვილი

ლეონიდ აგუტინი

ვიქტორ იუშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე