რას ამბობდა აქციაზე მამაკაცი, რომელმაც თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა

რას ამბობდა აქციაზე მამაკაცი, რომელმაც თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა

ლევან დადუნაშვილის მამამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება ერთ-ერთმა გამომსვლელმა გამოიწვია, რომელმაც "თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა".

"არასოდეს გამოვჩენილვარ აქციებზე და კამერებთან. მე აღმაშფოთა ერთმა ფაქტმა, წეღან გამოვიდა აქ ვიღაც ტიპი, რომელმაც ლევანის ნათლიად გაასაღა თავი. ეს არ უნდა ხდებოდეს. თუ თანადგომაა, თანადგომა იყოს. ავანტიურებს და ამნაირ ავანტურისტებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეთ" - აღნიშნა დავით დადუნაშვილმა.

მამაკაცი, რომელიც აქციაზე გამოვიდა და თავი დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა, ამბობდა, რომ ის აპოლიტიკური ადამიანია და აქციაზე სამართლიანობის აღსადგენად მივიდა.

"მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი. ექიმი კაცი ვარ, არასოდეს არც ერთ პარტიაში ვყოფილვარ. ეგეთი საზიზღრობა, დიდი ხანია არ მინახია. დადექით ერთად შვილებო, ჩემო საყვარლებო და გავიტანოთ ჩვენი სიმართლე. ამ ქვეყანაში უნდა გაირკვევს ვინ ვინ არის" - აღნიშნა მამაკაცმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ