ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორი ადამიანის გარდაცვალება სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.

„შემთხვევა კერძო კარიერზე მოხდა, სადაც ღამისთევით რჩებიან მუშები. სამი მუშა იყო ადგილზე, გამთენიისას გაზის სუნი უგრძვნიათ და ერთ-ერთი ჩასულა შახტაში, კომპრესორის გასასწორებლად. როცა აღარ დაბრუნდა, მეორე, 27 წლის მუშა ჩავიდა და ორივე გაიგუდა გაზით“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ტყიბულში, დღეს დილით ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები კარიერიდან უკვე ამოიყვანეს და ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.

ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია