ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

ინციდენტი აქციაზე - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნინო დავითაშვილმა პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც შვილმოკლული მამის გვერდით პოლიტიკური პარტიები დგანან და ქულებს იწერენ.

ნინო დავითაშვილის განცხადებას პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში მყოფი აქტივისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მოქალაქეს ეუბნებოდნენ, რომ იყო პარტიული აქტივისტი და სუს-ის აგენტი. მოქალაქე ნინო დავითაშვილმა განმარტა, რომ ის არანაირი აქტივისტი არ არის და პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ზაზა სარალიძეს საპროტესტო აქციებზე. თუმცა, ამჟამად აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, რაც მისთვის მიუღებელია.

სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. პოლიციამ აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას გაარიდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ