13 000 ლარზე მეტი შემოსავალი 41 დღეში - რა ქონებას ფლობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი

13 000 ლარზე მეტი შემოსავალი 41 დღეში - რა ქონებას ფლობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი

დედაქალაქში მეტროსადგურები დაკეტილია, ამის მიზეზი კი მეტროს მემანქანეთა გაფიცვაა, რომლებიც ხელფასის ზრდას ითხოვენ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კი მატი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

ამის ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ანაზღაურება აქვს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორს. 2018 წლის 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის შემოსავალი 2017 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 333,33 ლარი იყო. რაც შეეხება წლიურ შემოსავალ ამ პოსტზე, ამის გარკვევას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ყოფილი დირექტორის ნუგზარ ჭეიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან შევეცადეთ, თუმცა, მას აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

რაც შეეხება კომპანიის მოქმედი დირექტორის ქონებრივ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 44, 33 კვადრატული მეტრისა და 100,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 533,72 ლარი, 10 177,7 დოლარი, 9 003,09 ლარი, 600,2 დოლარი და 38 ლარი ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები