რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გადასაყრელი ტექნიკა

რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გადასაყრელი ტექნიკა

გადაყრილი ტელევიზორი, ელემენტები, მაგნიტოფონები, მაცივრები, რადიო მიმღებები და სხვა ელექტრონული ნარჩენები გარემოსა და ჩვენ ჯანმრთელობას იმაზე მეტად ვნებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ვინაიდან ტექნიკის ნარჩენებიდან მავნე ნივთიერებები შეიძლება, საკვებ პროდუქტებშიც მოხვდეს.

პოლიეთილენის მსგავსად, ელექტრონულ ნარჩენებს დასაშლელად ასობით წელი სჭირდება, თუმცა პოლიეთილენისგან განსხვავებით, ტექნიკა გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურებას იწვევს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, რადგან მოქალაქეებმა არ იციან, სად წაიღონ, როგორ გამოიყენონ გამოუსადეგარი ელემენტები, პატარა აკუმულატორები, ძველი მობილური ტელეფონები, კომპიუტერების პროცესორები და სხვადასხვა ტექნიკა.

ჩხობაძის განმარტებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბიოლოგიური ნარჩენი გროვდება, რომელსაც ერთვის ბავშვის საფენები, ბოთლები, ქაღალდები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრონული ნარჩენები, ამ ყველაფრის სეპარაცია კი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხდება.

"2019-2020 წლიდან შემოდის მეწარმის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც ელექტრონული ნარჩენის შეგროვებასა და უტილიზაციას გულისხმობს. ამის დებულება მზადდება და საუბარია იმაზეც, აღნიშნული ვალდებულება ვის დაეკისრება. მაგალითად, უცხოეთში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მაღაზიები, თავად ბრენდები იღებენ," - განმარტა ნინო ჩხობაძემ.

გარემოს დამცველის თქმით, ელექტრონული ნარჩენები შლის პროცესში ბუნებას მძიმე მეტალებით აბინძურებს.

"შედეგად მჟავა, რომელიც ამ ტექნიკიდან გამოდის, იმდენად სერიოზულ პრობლემას ქმნის, რომ შეიძლება, მიწის ზედაპირი დააბინძუროს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტებსა და წყალში აისახება განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ