"2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება"

"2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება"

დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექპორტზე გაგვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება.

"ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსი ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი, დღეს უკვე 4 აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. არსებობს ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტოენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელეტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექპორტზე გაგვაქვს. რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. იქ საინვესტიციო პროგრამა მუდმივად მიმდინარეობს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ