ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევა კაფე „პოლთან“ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი უმისამართოდ ისროდა. ასევე, არსებული ინფორმაციით, იგი ტერიტორიაზე ავტომობილით იმყოფებოდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო