დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - არ მოგიწევთ ქულების და კალორიების თვლა

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - არ მოგიწევთ ქულების და კალორიების თვლა

ეს დიეტა პოპულარულია იმის გამო, რომ ძალიან მარტივია. არ მოგიწევთ ქულებისან კალორიების თვლა. დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით ისეთია, რომ მართებულადარჩეული პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს წამალივით, ნეიტრალურები აღჭურავსორგანიზმს ენერგიითა და კვებით, არასასურველი პროდუქტები კი წამლავს მას. ანუ გამოდის, რომ თუ სწორად შეარჩევთ პროდუქტებს, ზედმეტ წონასაც გაუმკლავდებითდა ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ. თანაც ეს პრინციპში დიეტა კი არ არის, არის საკვები, რომელიც ამა თუ იმ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს შეესაბამებათ. და თუ ასე იკვებებით, ნაკლებად გემუქრებათ გასუქება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

დიეტა

პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთათვის

პირველი ჯგუფის სისხლი ცუდად დედდება. ამ ჯგუფის სისხლის მქონეთ სხვებზეხშირად აწუხებთ სხვადასხვა ორგანოს ანთება, ართრიტი, ალერგია; კუჭის წყლულიც, მომატებული მჟავიანობის გამო.

რა უნდა მიირთვათ

პირველ რიგში ხორცი – საქონლის, ცხვრის ხორცი და ღვიძლი, ნაკლებად - ღორის ხორცი. ასევე აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. რაც მეტია რაციონში ხილი და ბოსტნეული, ოღონდაც არა მჟავე, მით უკეთესია. სასარგებლოა ანანასიც.პური მხოლოდ ჭვავის და ისიც შეზღუდული რაოდენობით.სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ჩაი და რაიმე მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის, პიტნის. ჩაის ნაცვლად შეიძლებამიიღოთ გაზგასული მინერალური წყალი.ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები. ასევე რაიმე საკვები დანამატები. დაგეხმარებათ კალციუმი, მაგნიუმი და იოდი.

რა უნდა შეზღუდოთ

არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. ეს ეხება ხორბლის პურსაც. თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება წიწიბურას.

რომელი პროდუქტები არ არის რეკომენდებული

უნდა მოერიდოთ კომბოსტოს – გამონაკლისია ბროკოლი. არ არის რეკომენდებულიხორბლეული, სიმინდი, მარინადები და კეტჩუპი. სასმელებიდან არ ღირს ყავის და მაგარისასმელების დალევა. სასურველია მოერიდოთ ალოეს, ექინაციას და მარწყვის ფოთლების ნახარშს. თუ ვიტამინებს იღებთ, მოერიდეთ A და E ვიტამინს.

რა უნდა გამორიცხოთ სრულიად

უმი კომბოსტო, ლობიო, ოსპი, სიმინდი, ხორბალი, ციტრუსები, ნაყინი, შაქარი, მარინადები.

ნეიტრალური პროდუქტები

ნეიტრალურ პროდუქტებში შედის ლუდი, წითელი და თეთრი ღვინო. ასევე გვირილის ჩაი, ჟენშენი, სალბი, კატაბალახა და ჟოლოს ფოთლები.

წონის კონტროლის პროგრამა

კარგი იქნება, თუ სპორტის აქტიური სახეობებით დაკავდებით, მაგალითად, აერობიკით,თხილამურებით, სირბილით ან ცურვით, რათა ფიზიკური ფორმაც შეინარჩუნოთ და წონაც.

სპეციალური რეკომენდაციები წონის დასაკლებად

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ პრობლემა – ნივთიერებათა დაქვეითებული ცვლა. თუ ნივთიერებათა ცვლის დონეს აამაღლებთ, წონაც დაიკლებს.ამისთვის აუცილებელი იქნება თქვენი რაციონიდან ხორბლის ნაწარმისა და თვით ხორბლის ამოღება, ასევე სიმინდის, ბარდეულის (მაგალითად, მწვანე ბარდის, წითელი და შავი ლობიოს), ოსპის. ეს პროდუქტები ანელებენ მეტაბოლიზმს, ინსულინის გამომუშავების ბლოკირების გზით. თუმცა ამ პროდუქტების გარდა მოგიწევთ შვრიის ნებისმიერი ნაწარმისა და ყველა სახის კომბოსტოს გამორიცხვა, ბროკოლის გარდა.ეს პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას თრგუნავენ. უნდა გაზარდოთ რაციონი იოდის შემცველი პროდუქტებით. მათ მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, წყალმცენარეები და მწვანილი. რეკომენდებულია ჩვეულებრივიმარილის ნაცვლად იოდიზებულის მიღება. გაზარდეთ იმ პროდუქტების რაოდენობა,რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს გამოიმუშავებენ, ასეთია, მაგალითადბოლოკი. არ დაგავიწყდეთ ხორცის მიღება...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს