"ისი­ნი ღამე იღ­ვი­ძე­ბენ, ტი­რი­ან, უნ­დათ, ვინ­მეს და­ვურ­ე­კო"- ლუიზ ტურპინმა შვილის ხმის გაგონებაზე იტირა

"ისი­ნი ღამე იღ­ვი­ძე­ბენ, ტი­რი­ან, უნ­დათ, ვინ­მეს და­ვურ­ე­კო"- ლუიზ ტურპინმა შვილის ხმის გაგონებაზე იტირა

სამხრეთ კალიფორნიელმა დედამ, რომელსაც 13 შვილის ჯაჭვით დაბმასა და წამებაში ედება ბრალი, სასამართლო სხდომაზე შვილის ხმის გაგონებაზე იტირა, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მას მოასმენინეს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც 17 წლის გოგონა სამაშველო სამსახურს დახმარებას სთხოვდა.

ლუიზ და დევიდ ტურპინები ზამთარში დააკავეს, მათ ბრალი ბავშვებზე ძალადობასა და სხვა დანაშაულებში ედებათ.

სასამართლო სხდომაზე, როდესაც პროკურორმა ტურპინების 17 წლის გოგონას სატელეფონო ზარის ჩანაწერი ჩართეს, ლუიზმა ტირილი დაიწყო.

20 წუთიან ჩანაწერში გოგონა ამბობს, რომ მოახერხა გაქცევა და სთხოვს სამართალდამცველებს, მის დებს დაეხმარონ.

„ისინი ღამე იღვიძებენ, ტირიან და უნდათ, რომ ვინმეს დავურეკო. მინდა რომ დაეხმაროთ მათ,“ - ამბობს გოგონა აუდიოჩანაწერში.

სხდომის განმავლობაში წყვილი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი იღიმოდნენ კიდეც. ამასთან, ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ უყურადღებოდ ის ფაქტი, რომ დევიდსაც და ლუიზსაც მოზრდილი ფრჩხილები ჰქონდათ.

ბავშვებს საწოლებზე ჯაჭვებით დასჯის მიზნით აბამდნენ, ცემდნენ უმიზეზოდ, არ აძლევდნენ საკვებს და სათამაშოებს.

პროკურორის ინფორმაციით, და-ძმები ერთმანეთისგან ხშირად იზოლირებულები იყვნენ და სხვადასხვა ოთახში კეტავნენ.

სად იმყოფებიან ბავშვები ამჟამად, უცნობია. ბავშვების ადვოკატმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ტურპინები თავს კარგად გრძნობენ, ისინი რამდენიმე ოჯახში არიან გადანაწილებული და ერთმანეთს სკაიპის საშუალებით ხშირად ურეკავენ.

ნახეთ ასევე : "ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ