"ინტერპრესნიუსი" - ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ახალი სახე დაიკავებს, რომელიც აშშ-ში საქმიანობს

"ინტერპრესნიუსი" - ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ახალი სახე დაიკავებს, რომელიც აშშ-ში საქმიანობს

საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს, სარავაუდოდ, ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალი სახე ჩაიბარებს.

როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე შერჩეული პირი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს და საქართველოში სწორედ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ბრუნდება.

აშშ-ში მცხოვრები პირის ვინაობას, რომელსაც ბახტაძე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა მინისტრობას სთავაზობს, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.

როგორც ცნობილია, მამუკა ბახტაძე საკუთარი გუნდის პარლამენტისთვის წარდგენას 2-3 კვირის ვადაში აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისე როგორც მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე: ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ახალი სახე დაიკავებს, რომელიც აშშ-ში საქმიანობს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები