"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავების ზღაპრული ქორწილი - კიტი და როუზი შოტლანდიაში დაქორწინდნენ

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავების ზღაპრული ქორწილი - კიტი და როუზი შოტლანდიაში დაქორწინდნენ

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ვარსკვლავები დაქორწინდნენ - კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ჯვარი შოტლანდიაში დაიწერეს.

ცერემონიალი აბერდინშირში შედგა და წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ქორწილზე როუზი და კიტი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. პატარძალი საკურთხეველამდე მამამ მიაცილა. სებასტიან ლესლი შვილის ქორწილში შოტლანდიური ტრადიციული კილტით იმყოფებოდა.

ჯვრისწერის შემდეგ სტუმრები ლესლების ოჯახის საგვარეულო მეთორმეტე საუკუნეში აშენებულ სასახლეში გაემართნენ, სადაც მსახიობების დაქორწინება მხიარულად აღნიშნეს.

ლესლი და ჰარინგტონი ერთი ასაკის არიან,ორივე მათგანი 31 წლისაა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს