630 ათასი მოქალაქე ბანკის ვალებში - როგორ აპირებს მთავრობა მოვალეთა "შავი სიიდან" ხალხის დახსნას

630 ათასი მოქალაქე ბანკის ვალებში - როგორ აპირებს მთავრობა მოვალეთა "შავი სიიდან" ხალხის დახსნას

"ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას" - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას გააკეთა.

ახალი პრემიერი ფიქრობს, რომ ჭარბვალიანობაა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რადგან, ერთი მხრივ, ის ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, ხოლო, მეორე მხრივ, ვალში ჩავარდნილი ადამიანები ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დასახელდა მონაცემი, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო და "კრედიტინფოს" საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიუწოდებია - დღეს ე.წ. შავ სიაში 630 ათასი მოქალაქეა. ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში 19-დან 70 წლამდე ასაკის 2,6 მლნ კაცი ცხოვრობს, მათი დაახლოებით მეოთხედი ეკონომიკურად უმოქმედოა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე? პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მიზეზად უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემას ასახელებს. სწორედ სესხებზე ხელმისაწვდომობა ახალისებს ლუდომანიას, დამოკიდებულებას აზარტული თამაშების მიმართ. ასე რომ, სათამაშო ბიზნესი 5-მილიარდიანი ბრუნვით ერთ-ერთი ხვრელია, სადაც ბანკებიდან თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხად აღებული თანხები მიედინება და იმედია, ახალი სამთავრობო გუნდი ამ საკითხითაც დაინტერესდება. მანამდე კი საინტერესოა, როგორ აპირებს მთავრობა სავალო ორმოდან 630 ათასი კაცის ამოყვანას და დაეხმარება თუ არა მას სხვა ქვეყნების გამოცდილება.

ლაშა ბაღათურია, "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების მენეჯერი:

- "შავი სია" არ არსებობს, ეს არის ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერები. 630 ათას კაცს, სულ მცირე, ერთი ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერი მაინც აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი "შავ სიაში" არიან. შესაძლოა ერთ პირს ათი სესხი ჰქონდეს, მაგრამ იქიდან მხოლოდ ერთი იყოს პრობლემური.ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, რადგან ძველი სესხები ბევრია, მათ შორის, ჩამოწერილი და შესაბამისად, მზარდია ნეგატიური ჩანაწერების დინამიკა. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - საკრედიტო ბიურო იმისთვის არსებობს, რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობა აღმოიფხვრას. ყველა ორგანიზაცია, ვინც ჩვენი კლიენტია, სიმეტრიულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. კრიტერიუმებს ჩვენ არ ვადგენთ, ჩვენ მხოლოდ ვფლობთ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციებს ვაწვდით და კრიტერიუმებს ისინი თავად ადგენენ.

მაგალითად, 10 წლის წინ "ტაო ბანკში", რომელიც აღარ არსებობს, ავიღე "მარწყვი ბარათი" და 50-ლარიანი საკრედიტო ბარათის გადაუხდელობის გამო "გაშავებული" ვარ. ფინანსური ორგანიზაცია ამ ინფორმაციას იღებს "კრედიტინფოსგან", თუმცა ის არ აძლევს რამე მინიშნებას, გასცეს თუ არა სესხი. თუ ამგვარი ინფორმაცია ორგანიზაციებს არ მივაწოდეთ, მაშინ სესხის გაცემის რისკები გაიზრდება. შესაძლოა განსაზღვრული კორექტირება მისაღები იყოს, მაგალითად, დღეს არსებული 30 დღე სესხის ვადაგადაცილებიდან აღარ იყოს ადამიანის საკრედიტო ისტორიაში ნეგატიური ჩანაწერის შეტანის საფუძველი და ეს ვადა გაიზარდოს; ან შეთანხმდნენ და ხუთი წლის წინ აღებული დავალიანებები აპატიონ ხალხს.

ამ 630 ათასი ჩანაწერიდან ბევრია ხანდაზმული დავალიანება და შესაძლებელია ამ მონაცემების დეტალური შესწავლა დაიწყოს. როცა მოქალაქე მოგვმართავს, რომ მისი სესხი ხანდაზმულია ან სრულად დაფარა ვადაგადაცილებული დავალიანება და ამის შესახებ ინფორმაციას სესხის გამცემი ორგანიზაციაც გვიდასტურებს, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ წაიშლება მის შესახებ ნეგატიური ჩანაწერი.

ლია ელიავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

- "შავ სიაში" შესული მოქალაქეების დასახსნელად ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს მათი საკრედიტო დავალიანების გადახდა, მაგრამ მე ეს კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია. დავიწყოთ იმით, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ხელისუფლების ამ ნაბიჯს მორალურ-ეთიკური დატვირთვაც ექნება - გამოდის, სახელმწიფომ ვალები უნდა დაუფაროს იმ მოქალაქეებს, ვინც ბანკიდან სესხად აღებული ფული უკვე მოიხმარა, მაშინ როცა მთავრობა სოციალურ გასაცემლებზე დამატებით თანხებს არ ხარჯავს. ამის ნიადაგზე შესაძლებელია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის კონფლიქტი წარმოიქმნას. ერთადერთი შემთხვევა აშშ-ის მაგალითზე მახსენდება - მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც იპოთეკური სესხი ჰქონდა, უბინაოდ დარჩა და მინდვრებში გაშალეს კარვები წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ