შსს არ ადასტურებს, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შსს არ ადასტურებს, რომ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თუმცა, სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის, ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, ნოზაძე დაჭრეს.მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებით მოახდინეს იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება დაჭრის მოტივს, ხაჩიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: დააკავეს თუ არა ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი გოგონები? - ზურა ხაჩიძისა და შსს-ს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ