ზვიად ფხაკაძე ოთარ კახიძეს - მიყვირით, აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი

ზვიად ფხაკაძე ოთარ კახიძეს - მიყვირით, აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი

სამარცხვინოა, ახლა აქ რასაც ამბობთ, - ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ ხორავას საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს. ხმაური სხდომათა დარბაზში მკვლელობის ეპიზოდის აღწერილობას მოჰყვა, სადაც საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ მ.კ. გაშველებას ცდილობდა.

"„სამარცხვინოა ახლა აქ რასაც ამბობთ! სირცხვილია, ბატონო ზვიად, თქვენ წარმოადგენთ უწყებას, სადაც უნდა მუშაობდნენ ნორმალური და საქმიანი მოხელეები", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

თავის მხრივ, კომისიის წევრებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე. საქმის პროკურორი სამარცხვინოს უწოდებს იმ შეფასებას, რომელიც კახიძის მხრიდან გაკეთდა.

"სამარცხვინოა თქვენი შეფასება და განცხადება. მიყვირით ელემენტარულად. აშკარა დისკრიმინაციას განვიცდი", - აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ