მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება

მეზობლების თქმით, ირაკლი ნოზაძის დაჭრა 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს სავარაუდო დამნაშავის მეზობლების ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დანაშაული 50 ლარის ნარკოტიკის გამო მოხდა.

„როგორც ვიცი, ორი დები არიან. უფროსი და არის მაგ საქმეში გარეული. რაღაც 50 ლარის ნარკოტიკს უკავშირდება. უნდა მიეტანა და მიაკითხეს თურმე იმ ბიჭს, ჩამოიყვანეს და მანქანაში მოხდა დაჭრა“, - აცხადებს „კურიერთან“ საუბარში ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავის, თამთა ჯანჯღავას ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია მისივე მეგობარი ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს