"პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ სასამართლოზე?

"პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ სასამართლოზე?

ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, - ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც სასამართლო ჯანჯღავასა და საქმეზე დაკავებული მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო: "ბრალს არ ვეთანხმები, რადგან "პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა" - თამთა ჯანჯღავას განცხადება სასამართლო პროცესზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს