საშიში ონლაინთამაში, რომელსაც ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავს - პოლიცია მშობლებს აფრთხილებს

საშიში ონლაინთამაში, რომელსაც ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავს - პოლიცია მშობლებს აფრთხილებს

ბრიტანელი დერენ უოლმსლი, რომლის 15 წლის შვილმა თავი მოიკლა, სხვა მშობლებს აფრთხილებს, ყურადღება გაამახვილონ ვიდეოთამაშებზე. მისი თქმით, მოზარდი თვითმკვლელობამდე ანიმეს სტილში შექმნილმა თამაშმა მიიყვანა. თამაშის სახელს, უსაფრთხოების მიზნით, განგებ არ ვასახელებთ.

თამაშის შესახებ მშობლებს პოლიციაც აფრთხილებს, სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ის ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საშიში თამაშის შესახებ არაერთი დასავლური მედიასაშუალება წერს, მათ შორის BBC, The Sun, The Week, The Times.

ონლაინთამაში მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არ არის გათვლილი ბავშვებისთვის, რომლებიც მარტივად ღიზიანდებიან. შემქმნელების აღწერის მიხედვით, ეს არის ვიზუალური ნოველა, მთავარი გმირი სკოლის მოსწავლე ბიჭია, რომელიც შეუერთდება სკოლის ლიტერატურულ კლუბს და ურთიერთობა აქვს მის ოთხ წევრ გოგონასთან.

მოთამაშეები კითხულობენ თამაშის ისტორიას, შემდეგ კი დასასრული თავადვე უნდა შექმნან.

დერენ უოლმსლი ამბობს, რომ მისი შვილის, ბენის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ონლაინთამაში იყო. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გოგონა კვდება, მოვლენები ქაოსურად ვითარდება. თამაშის გმირები თვითდაზიანებებს იყენებენ, ან თავს იკლავენ.

„გმირები მხოლოდ გთავაზობენ რაღაცებს და შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მოიქცევი. თამაში გითრევს და ყველაფერი ძალიან რეალურად გეჩვენება. ბენს ამის შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ ამ თამაშის შესახებ,“ - ამბობს უოლმსლი.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა უფასოა, თამაშის დაწყების შემდეგ კი ძალიან რთულია, შეეშვა.

„გმირები გიმეგობრდებიან, "უყვარდები" და გაძლევენ დავალებებს. თუ არ შეასრულებ, მათი დამოკიდებულება შენს მიმართ რადიკალურად იცვლება,“ - ჰყვება უოლმსლი.

ვებსაიტი Polygon გასულ წელს წერდა, რომ თამაში უკონტროლო და საშიში იყო.

იმის მიუხედავად, რომ ბენ უოლმსლის თვითმკვლელობასთან თამაშის პირდაპირი კავშირი ვერ დგინდება, მანჩესტერის პოლიციამ სკოლები გააფრთხილა, ყურადღებით იყვნენ.

ბენი არ არის ერთადერთი, ვისი გარდაცვალებაც, შესაძლოა, ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს. The Sun წერს 12 წლის ხორვატიელი ბიჭის, როკის შესახებაც, რომლის დედა, მიჰაელა პოცი შვილის თვითმკვლელობას სწორედ ანიმეს სტილში შექმნილ თამაშს უკავშირებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე