თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - მოვითხოვთ 5 000-ლარიან გირაოს

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - მოვითხოვთ 5 000-ლარიან გირაოს

დაცვის მხარე მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას აღკვეთის ღინისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარიან გირაოს სთავაზობს.

ამის შესახებ ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს ყველზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.

"დღეს მოვისმენთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციასაც. მოვითხოვთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ის კვალიფიკაცია, რაც სახელმწიფო ბრალდებისგანაა წარდგენილი, საქმის მასალებით დადასტურებული არაა. სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარს შევთავაზებთ, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან არ არსებობს მისი მიმალვის, გამოძიებისათვის ხელის შეშლის და განაჩენის აღსრულების საფრთხე", - განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხიც დადგეს.

რაც შეეხება კონფლიქტის მოტივს, არჩილ შაბაშვილის ინფორმაციით, მოტივი იყო საყოფაცხოვრებო, ვინაიდან ირაკლი ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი ჰქონდა 250 ლარის ოდენობით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს