რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიასთან დაკავშირებით

რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიასთან დაკავშირებით

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს