ხაშურში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში 12 წლის მოზარდების ცხედრები იპოვეს

ხაშურში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში 12 წლის მოზარდების ცხედრები იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეტყობინება სამსახურში მოქალაქის მიერ შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

იხილეთ ვიდეო: "მწყემს უნახავს ორი ველოსიპედი და ტანსაცმელი, ტელეფონები ნაპირზე ქონდათ" - რას ამბობენ ხაშურში, სადაც დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო