ირაკლი ნოზაძე - ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს

ირაკლი ნოზაძე - ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს

ისეთი აურზაური მოჰყვა ამ საქმეს და ისეთი შეთითხნილი კუდები მოება, რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს, - ამის შესახებ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, ირაკლი ნოზაძემ მისი დაჭრის კომენტირებისას "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

"მე არავის არც შეცოდებას და მსგავს რაღაცებს არ ვცდილობ. კაცი ვარ და შეიძლება დღეს ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, მაგრამ ხვალ ისეთი რაღაც მოგიხდეს, რომ აღარ იყო ჯანმრთელი. არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ასე არ არის, რა სისულელეა. ყველაზე რთულად გადასატანი ჩემთვის იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით რთულად გადასატანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ისეთი აურზაური მოჰყვა და ისეთი შეთხზული და შეთითხნილი კუდები მოება ამ საქმეს, რომ გაცილებით უფრო მიჭირს დღეს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს", - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ