შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა

შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 21 ივნისს გამოცხადდა ტენდერი.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვით 3 ივლისს ტენდერი კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, - აცხადებენ შსს-ში.

როგორც ცნობილია, დევრიშაძის კომპანიას მოგებული აქვს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული არაერთი ტენდერიც, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას და პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას ითხოვს.

ნახეთ ასევე: სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს