თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, კანონით დადგენილ ვადაში გააუქმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რადგან დავების საბჭომ უწყებას ტენდერის პირობების გადასინჯვა დაავალა.

„21 ივლისს გამოვიდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც დავების საბჭომ დაგვავალა ტენდერის პირობების გადასინჯვა. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ემორჩილება და ასრულებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გამოცხადდება ახალი ტენდერი უკვე გადასინჯული და გადახედილი პირობებით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ტენდერი მაღალყელიან სამხედრო ფეხსაცმელს უკავშირდებოდა.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს