ავარია თელავში - გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა

ავარია თელავში - გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.

მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: მსხვერპლით დასრულებული ავარია თელავში: ერთმანეთს "ოპელი" და "ტოიოტა" შეეჯახნენ, მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია