ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სახლის სათბური, რომლითაც ოთახში მწვანილს მოიყვანთ

ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სახლის სათბური, რომლითაც ოთახში მწვანილს მოიყვანთ

ლეკო შათირიშვილი და მარიტა გენებაშვილი ახალგაზრდა წყვილი და კომპანიის დამფუძნებლები არიან. ცოლ-ქმარმა იმუშავა პროექტზე, რასაც სახლის პატარა სათბური ჰქვია, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მწვანილის, ბოსტნეულისა და ყვავილის მოყვანა. ისინი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები არიან. პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული გამოვლინდა, ერთ-ერთი პროექტი მათია - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, რომელიც მიწის მზა კაფსულებით, ავტომატური მორწყვის რეჟიმით მოქმედებს.

მარიტამ და ლეკომ ინოვაციურ დანადგარზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს,ექსპერიმენტმა გაამართლა და პროექტის განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვეს. ამჟამად ისინი საპატენტო პროცედურებს გადიან და მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მომხმარებელი ამ დანადგარით სარგებლობას შეძლებს.

ლეკო შათირიშვილი: "რამდენიმე თვის წინ გაგვიჩნდა იდეა, ეს სათბური შეგვექმნა, რადგანაც მუდმივად გვჭირდებოდა სხვადასხვა მწვანილი, სალათის ფურცლები, რომელსაც ყოველთვის ვერ ვშოულობდით, რადგან ზოგიერთი მათგანი სეზონურია - მაგალითად, ტარხუნა, რეჰანი...

6 თვის წინ კი ვთქვით, "მოდი, თვითონ მოვიყვანოთ ეს ყველაფერი". თუმცა მივხვდით, რომ უმრავლესობისთვის რთულია სალათის ფურცლების ან იშვიათი ჯიშის მწვანილის გაზრდა. ამიტომ გადაწყვიტეთ ისეთი დანადგარის შექმნა, რომელიც ამ მცენარეების გაზრდას ოთახში შეძლებდა.

ეს მიწის კაფსულაა. მასში მოთავსებული მიწის ნაზავი შეიცავს როგორც მინერალებს, ისე მაკრო- და მიკროელემენტებს, რომლებიც მცენარის მოსაყვანად არის საჭირო. ასევე, კაფსულაში მოთავსებულია მცენარის თესლი და შემდეგ საჭირო აღარ არის მისი ცალკე დათესვა.

კაფსულა უნდა მოვათავსოთ დანადგარში, რომელშიც წყლის რეზერვუარია. თესლის გაღივება ავტომატურად იწყება. დანადგარს აქვს სრული სპექტრის ხელოვნური განათება, რომელიც ხელს შეუწყობს მცენარის გაზრდას.

მოკლედ, ეს არის ინტერიერის მრავალდონიანი ფერმა - ასე ვეძახით. მისი დახმარებით მომხმარებელს სპეციალური მიწის კაფსულების საშუალებით შეუძლია მოიყვანოს მწვანილი, ბოსტნეული თუ ყვავილი განაგრძეთ კითხვა

"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია

ღვინო იმუნიტეტს აძლიერებს - დღეში 1 ჭიქა ღვინო სასარგებლოა

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ეკატერინე ტიკარაძე