თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება რაც საქართველოში.

"თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

4 ივლისს გავრცელდა ინტერვიუ, სადაც თურქეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი მალინა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარები არიან, მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ