ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების გამოყვანა დაიწყეს

ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების გამოყვანა დაიწყეს

12 ფეხბურთელი ბავშვისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად ტაილანდში ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. СNN-ის ინფორმაციით, მხარის, ჩიანგ რაის გუბერნატორმა, ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებაც და მაშველებიც ოპერაციისთვის მზად არიან. მისივე თქმით, ოჯახებს ევაკუაციის შესახებ უკვე აცნობეს.

ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყო, მასში მონაწილეობას 13 გამოცდილი მყვინთავი იღებს.

ტაილანდში კვლავ ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, რომელიც, სავარაუდოდ, მღვიმეს მთლიანად დაფარავს.

„ტვიტერზე“ ჟურნალისტები წერენ, რომ მათ მღვიმის შესასვლელი დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები რჩებიან.

საფეხბურთო გუნდი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდა, ისინი უკან აღარ დაბრუნდნენ. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ბიჭებს მღვიმეში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე