რა საშიშროებას ქმნის "ფასტ-ფუდის" შეფუთვა

რა საშიშროებას ქმნის "ფასტ-ფუდის" შეფუთვა

ამერიკელმა მეცნიერებმა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმზე ე.წ. "ფასტ ფუდის" (სწრაფი კვების) მავნე ზემოქმედება. კვლევის პროცესში მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელსაც არ შეიძლება შეიცავდეს საკვები პროდუქტები. შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალბათ აღნიშნული საშიშროება შეფუთვაში იმალება.

მართლაც, "ფასტ ფუდის" კერძებისა თუ საკვები პროდუქტების სტანდარტული შეფუთვის ანალიზმა გამოავლინა, რომ მის შემადგენლობაში შედის ქიმიური შენაერთები - ფტალატები, რომელთა ორგანიზმში მოხვედრისას ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ფტალატების საფუძვლიანად შესწავლა-ანალიზის შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს ქიმიური შენაერთები სტრუქტურით სასქესო ჰორმონის, ესტროგენის იმიტატორია, ამიტომაც მათი მავნე გავლენა ვრცელდებაარა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლაზე, არამედ უშუალოდ ენდოკრინულ და სასქესო სისტემებზე.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფტალატები გამოიყენება არა მხოლოდ სწრაფფუჭებადი პროდუქციის შესაფუთი მასალების, არამედ საბავშვო სათამაშოებისა და ზოგიერთი სამშენებლო მასალის წარმოებაშიც.mkurali.ge

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ