70 წლის სტუდენტი თსუ-ში მესამე კურსზე სწავლობს - "ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია"

70 წლის სტუდენტი თსუ-ში მესამე კურსზე სწავლობს - "ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი 70 წლისაა. თსუ-ს ინფორმაციით, გიორგი მიქაძე უკვე მესამე წელია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, სწავლის პარალელურად კი გიდად მუშაობს.

„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა როგორც მათთან, ისე ლექტორებთან კომუნიკაცია. გვაქვს მოცულობითი სასწავლო ლიტერატურა, თან თსუ-ში სწავლის მიმართ განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია,“ - ამბობს გიორგი მიქაძე.

ხვალიდან 37 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მემანქანე, რომელმაც თბილისის მეტროს გახსნის დღეს პირველი მატარებელი გაატარა, გარდაიცვალა

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის