ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები

ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები

საბავშვო ტყლარწის მავნებლობის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები ხშირად წერენ. მაგალითად, ბრიტანულმა The Sun-მა რამდენიმე თვის წინ კონკრეტული დასახელების ტყლარწის შესახებ დაწერა, რომელშიც, გამოცემის მტკიცებით, დარიშხანის შემცველობა ნორმას შვიდჯერ, მაგნიტის კი - 29-ჯერ აღემატებოდა.

ამჯერად, ასევე ბრიტანული Daily Mail აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს ბევრი დასახელების ტყლარწი უქმნის. გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Which? ტყლარწში ქიმიური ბორის დიდი შემცველობა აღმოაჩინა, რამაც, შესაძლოა, დიარეა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

ამასთან, ევროპის ქიმიური ნივთიერებების სააგენტო იუწყება, რომ ბორმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ფერტილობაზეც, გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. იმ შემთხვევაში კი, თუ ბორთან ორსულ ქალს ექნება შეხება, შესაძლოა, ნაყოფი დააზიანოს.

მკვლევარებმა ყველაზე პოპულარული დასახელების ტყლარწები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 11-დან რვა დასახელების პროდუქტი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შედარებით გადაჭარბებული რაოდენობის ბორს შეიცავდა. რამდენიმე მათგანში ქიმიური ნივთიერების შემცველობა ნორმას ოთხჯერაც კი აჭარბებდა.

ყველაზე მავნებელი ტყლარწია ვარდისფერი Toysmith Jupiter Juice, სადაც ბორის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ასევე, საშიშია შემდეგი დასახელების პროდუქტი - CCINEE Pink Fluffy Slime, Cosoro Dodolu Crystal Slime Magic Clay.

მკვლევარები მშობლებს მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ ნებისმიერი დასახელების ტყლარწის შეძენისას, რადგან შეფუთვებზე ძალიან მცირე ინფორმაციაა დატანილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ