ავტორი:

რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ

რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმმა 940-მილიონიან ნიშნულს მიაღწია. წინასწარი გათვლებით, 2020 წლისთვის აღნიშნული რიცხვი 1.6 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურობა და უცხო ქვეყნების დათვალიერების სურვილი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება.

რა უნდა ვიცოდეთ სანამ უცხო ქვეყანაში გავემგზავრებით, რა საფრთხეები არსებობს მოგზაურობისას, როგორ დავიცვათ თავი მოწამვლისგან თუ მწერის ნაკბენისგან და რა ვაქცინაციაა წინასწარ ჩასატარებელი - ამ საკითხებზე სასაუბროდ AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს დაუკავშირდა:

"მოგზაურობის დაგეგმვისას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია რისკების დადგენა, რომლის წინაშეც შესაძლოა, სამოგზაუროდ არჩეულ ქვეყანაში სტუმრობისას დადგეთ. მოგზაური უნდა დარწმუნდეს, რომ გაკეთებული გაქვს ყველა სათანადო და აუცილებელი ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ დამატებითი ვაქცინაციის მოთხოვნებზე. ისეთ ქვეყანაში გამგზავრებამდე, სადაც არსებობს ყვითელი ცხელების გავრცელების რისკი (აფრიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა...) მოგზაურმა უნდა ჩაიტაროს ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის ჩატარება უნდა მოხდეს გამგზავრებამდე 10 დღით ადრე, ვაქცინის დამცველობითი უნარი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობის შემდგომ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმთან ვიზიტისას არ უნდა დაგავიწყდეთ, მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ. მოგზაურობა, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება გარემოს ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მგზავრობისას შესაძლოა, აღმოჩნდეთ თქვენთვის მიუჩვეველ სიმაღლეზე, ან დაგხვდეთ უჩვეულოდ მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ან ტენიანობა, გაიზარდოს მიკრობებთან, ცხოველებთან და მწერებთან ექსპოზიციის რისკი. გარემოს უეცარ ცვლილებებთან დაკავშირებული უარყოფითი გავლენის შემცირება შესაძლებელია სიფრთხილის მარტივი ზომების დაცვით" - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი.

წყალი და საკვები

დაბინძურებული საკვების და წყლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და სხვა დაავადებები. ამიტომ მიირთვით საკვები, რომელიც ახალი მომზადებულია და მოაქვთ ცხელ მდგომარეობაში: მაგრად მოხარშული კვერცხი; სუფთა წყლით გარეცხილი ან თქვენ მიერ გათლილი ხილი და ბოსტნეული; პასტერიზებული რძის პროდუქტები.

არ მიირთვათ:

* საკვები, რომელიც ოთახის ტემპერატურისაა;

* გარემოვაჭრეებთან შეძენილი საკვები;

* თერმულად არასათანადოდ დამუშავებული კვერცხი;

* ნედლი და ნახევრადმომზადებული ხორცი და თევზი;

* გაურეცხავი და გაუთლელი ხილი;

* არაპასტერიზებული რძის პროდუქტები;

* ნანადირევი გარეული ცხოველის ხორცი.

დალიეთ:

* ბოთლის დალუქული წყალი;

* წყალი, რომელიც დეზინფიცირებულია;

* ცხელი ყავა და ჩაი;

* პასტერიზებული რძე.

არ დალიოთ:

* ჭის ან ონკანის წყალი, თუ არ არის მითითებული, რომ დასაშვებია სასმელად გამოყენება;

* ყინული, რომელიც მომზადებულია ჭის ან ონკანის წყლით, თუ არაა მითითებული, რომ დასაშვებია სასმელად გამოყენება;

* წვენი, რომელიც მზადდება ონკანის ან ჭის წყლით;

* არაპასტერიზებული რძე;

კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენი:

თუ მოგზაურობთ ისეთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, სადაც გავრცელებულია ფეხსახსრიანებით გადატანადი დაავადებები, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

* აირჩიეთ სასტუმრო ან საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჰაერის კონდიცირება ხდება, ან დამონტაჟებულია ფანჯრისა და კარის დამცავი ბადეები;

* დაიძინეთ კოღოს საწინააღმდეგო ლოგინის ბადის ქვეშ;

* თუ ხართ გარეთ ან ოთახში, სადაც არ არის დამონტაჟებული ფანჯრისა და კარის დამცავი ბადეები, შეიძინეთ ლოგინის ბადე ადგილობრივ მაღაზიაში ან ინტერნეტით, ვიდრე გაემგზავრებით საზღვრებს გარეთ;

* აირჩიეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული ლოგინის ბადე: კომპაქტური, თეთრი, მართკუთხედი, 156 ხვრელით 2,54 სმ 2 -ზე, საკმარისად გრძელი, რათა ამოვკეცოთ ლეიბის ქვეშ;

* პერმეტრინით (გელი) დამუშავებული ლოგინის ბადეები უზრუნველყოფს მეტ დაცვას, ვიდრე დაუმუშავებელი;

* გამოიყენეთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია ორსულთათვის და მეძუძური ქალებისთვის;

* მუდამ იქონიეთ მწერის საწინააღმდეგო რეპელენტი (ქვეწარმავლების ხელოვნური დამაფრთხობელი ხსნარი);

* ნუ შეისხურებთ რეპელენტს კანზე სამოსის ქვეშ;

* თუ იყენებთ მზის დამცავ საშუალებას, ამ შემთხვევაში, პირველად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება და შემდეგ მწერის საწინააღმდეგო რეპელენტი;

თუ მიემგზავრებით ბავშვთან ან ახალშობილთან ერთად - 2 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ჩააცვით სამოსი, რომელიც დაუფარავს ფეხებსა და ხელებს, ან დაფარეთ საბავშვო საწოლი, ეტლი და ახალშობილის სატარებელი კალათი მწერების საწინააღმდეგო ბადით.

შეისხურეთ მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ხელებზე და შემდეგ წაუსვით ბავშვს სახეზე. არ წაუსვათ! მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ბავშვს ხელებზე, პირზე, გაჭრილ ან გაღიზიანებულ კანზე, ასევე 2 თვეზე ნაკლები ასაკის ახალშობილს;

ამასთან, გამოიყენეთ პერმეტრინი, რომ დაამუშაოთ სამოსი და აღჭურვილობა (მაგ: ფეხსაცმელი, შარვალი, წინდა, ბადე) წაიკითხეთ პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რათა განსაზღვროთ მოქმედების ხანგრძლივობა; არ გამოიყენოთ პერმეტრინის პროდუქცია პირდაპირ კანზე!

მოგზაურის პასუხისმგებლობები:

* ნებისმიერი არსებული რისკის გააზრება/გაანალიზება;

* ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების/რეკომენდაციების მოძიება გამგზავრებამდე 4-8 კვირით ადრე;

* ვაქცინაციასთან და სხვა დანიშნულ პრეპარატებთან მიმართებაში მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება;

* სამედიცინო კომპლექტის/ნაკრების შექმნა და მისი გამოყენების ცოდნა;

* ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა;

* ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომების მიღება გამგზავრემადე, მოგზაურობისას და დაბრუნების შემდგომ;

* მგზავრობისას ექიმის დანიშნულების/რეცეპტის ქონა, რომელიც ეხება ნებისმიერ დანიშნულ მედიკამენტს, შპრიცს და სხვ.;

* მოგზაურობის დროს და მის შემდგომ, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადაცემის პრევენციისათვის შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება;

* მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე, სრულყოფილი ინფომარციის მიწოდება ნებისმიერი დაავადების თაობაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებლისათვის;

* დაუცველი სქესობრივი კონტაქტისგან თავის არიდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ