ცნობილი მომღერალი დემი ლოვატო ზედოზირებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი მომღერალი დემი ლოვატო ზედოზირებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

დემი ლოვატო ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებით საავადმყოფოში მოათავსეს. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი მომღერლის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და ლოვატოსთან ერთად საავადმყოფოში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

„დემი უკვე მოვიდა გონს და ოჯახის წევრებთან ერთად არის. ყველას მადლობას უხდის, ვინც მისთვის ლოცულობს და ამხნევებს. ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ოჯახი გთხოვთ, შეწყდეს სპეკულირება დემის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

CNN-ის ინფორმაციით, ლოვატო საავადმყოფოში სამშაბათს გადაიყვანეს, ის ლოს-ანჯელესშია ჰოსპიტალიზებული. მომღერალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს, დამოუკიდებლად სუნთქავს და საუბარი შეუძლია.

მომღერალი აგვისტოში 26 წლის გახდება. მარტში განაცხადა, რომ შეძლო, 6 თვე არ გაჰკარებოდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ლოვატო გულწრფელად საუბრობს ინტერვიუებში კოკაინის მოხმარებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ, ასევე - ფსიქიკურ პრობლემებსა და კვებით დარღვევებზე.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ