გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭანუყვაძის პირველმა მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილმა განუცხადა, ჭანუყვაძე თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა.

ნახეთ ასევე: ორის გარდა ყველა გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

„მისი გადადგომის მიზეზებზე მე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობის მიხედვით, ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი განკარგულება არ არსებობს“, - აღნიშნა მოისწრაფეშვილმა.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სხვა რეგიონების რწმუნებულების ჩანაცვლებასაც გეგმავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები